გადასახადები

„112“-ის მომსახურეობისთვის აბონენტებს ყოველთვიური გადასახადი დაერიცხებათ

2012 წლის იანვრიდან აბონენტები, რომლებიც ფიქსირებული და მობილური სატელეფონო მომსახურეობით სარგებლობენ, ყოველთვიურ სავალდებულო გადასახადს გადაიხდიან: ფიზიკური პირები თვეში 20 თეთრის, იურიდიული პირები კი - 50 თეთრის ოდენობით. აღნიშნული თანხა ერთიანი საგანგებო სამსახურის სატელეფონო ნომრის - 112-ის მომსახურეობის საფასურია. გადასახადის გადახდა მოუწევს ყველა აბონენტს, რომელიც თვის განმავლობაში ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების სატელეფონო მომსახურეობას შეიძენს ან ხარჯავს. გადასახადი ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ აბონენტს 112-ის მომსახურეობით საერთოდ უსარგებლია.

ერთიანი სატელეფონო ნომერი 112 გაზაფხულიდან ამოქმედდება, თუმცა გადასახადი აბონენტებს იანვრიდან ეკისრებათ. გადასახადისგან თავისუფლდებიან ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

 

 

 

კომენტარები