სახელმწიფო შესყიდვები

საწვავის ტენდერში 3 საუკეთესო კომპანია გამოვლინდა

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე სამი მიმწოდებელი - შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი), სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია დაბ შპს უნიგრუპი (ლუკოილ ჯორჯია) - გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ 2012 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვა აღნიშნული მიმწოდებლისგან განახორციელოს ტენდერის გამოცხადების გარეშე, გამარტივებული ხელშეკრულების დადების გზით. შემსყიდველი კომპანიის მოთხოვნის შემდეგ, თითოეული ნავთობკომპანია საკუთარ ფასს დაასახელებს, რომელიც ქსელში არსებულ ფასზე 3-6 თეთრით ნაკლები უნდა იყოს. მიმწოდებლების სატენდერო წინადადებები და საწვავის მიწოდების ძირითადი პირობები ხელმისაწვდომია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.procurement.gov.ge.

სახელმწიფო შესყიდვებში ხელშეკრულებების ღირებულების მიხედვით გასულ წელს პირველ სამეულში სწორედ ეს კომპანიები მოხვდნენ. ამ კომპანიებმა სახელმწიფო შემსყიდველებს სულ 96.4 მილიონი ლარის ღირებულების საწვავი მიაწოდეს.

 

კომენტარები