კინო ფესტივალი

ნანი მორეტი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე

იტალიელი მსახიობი და რეჟისორი ნანი მორეტი წლევანდელი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

 მორეტი პირველად იქნება ამ ფესტივალის  თავმჯდომარე, ის აქამდე 1997 წლის, 50-ე საიუბილეო, კანის ჟიურის წევრი იყო.

 იტალიელი რეჟისორის ფილმები არაერთხელ იყო კანის კინოფესტივალზე ნომინირებული. მორეტი საფრანგეთში ბოლოს შარშან, ”ჩვენ გვყავს პაპით” წარსდგა მაყურებლის წინაშე.

 კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 16-იდან 27 მაისამდე ჩატარდება. 

კომენტარები