სახელმწიფო შესყიდვები

2012 წლის 1 იანვრიდან ახალი სააგენტო ამოქმედდა

2012 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. სააგენტო საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულების საფუძველზე კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაერთიანებით შეიქმნა. ახალი სააგენტოს შექმნის საფუძველი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (DCFTA) მოლაპარაკებების დაწყების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონკურენციის პოლიტიკის სტრატეგი გახდა. სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეგულირების გარდა, ახალი სააგენტოს ფუნქციებს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, მათი დარღვევის პრევენცია და აღკვეთა, ასევე ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობა დაემატა. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტატო ურჯუმელაშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები