გერმანიის პრეზიდენტი

კრისტიან ვულფს მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

გერმანიაში პრეზიდენტისგან  ელიან განმარტებას იმასთან დაკავშირებით , მართლაც ცდილობდა თუ არა   ჟურნალისტებზე ზეწოლით აღეკვეთა  მისთვის არასასურველი პუბლიკაციების გამოქვეყნება .

 პოპულარული გერმანული  გაზეთის Bild-ის რედაქციამ დაადასტურა, რომ კრისტიან ვულფი შეეცადა გაზეთისთვის ხელი შეეშალა იმ პუბლიკაციის გამოქვეყნებაში, რომელშიც ლაპარაკია 2008 წელს ,  ვულფის მიერ ნაცნობი ბიზნესმენის მეუღლისგან 500 000 ევროს ოდენობის შეღავათიანი კრედიტის მიღებაზე. ( 2008 -ში  ვულფი ქვემო საქსონიის მთავრობის მეთაური იყო)  რედაქცია ირწმუნება, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში გაზეთის მთავარ  რედაქტორს პირადად  პრეზიდენტმა  გაუგზავნა შეტყობინება, რომ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემთხვევაში Bild-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავდა .

კიდევ ერთმა გაზეთმა Die Welt-მა  3 იანვარს განაცხადა , რომ 2011 წლის ზაფხულში ვულფი ცდილობდა ეიძულებინა გაზეთი არ გამოექვეყნებინა სტატია, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის ბავშვობას და მის ურთიერთობას საკუთარ დასთან. გაზეთის რედაქცია ირწმუნება, რომ სტატიის ავტორი  დაიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში , იქ კი მას პირადად პრეზიდენტმა უთხრა, რომ სტატიის გამოქვეყნებას ავტორისთვის  და გაზეთისთვის არასასიამოვნო  შედეგები მოჰყვებოდა. აღნიშნულის მიუხედავად Die Welt-მა  სტატია გამოაქვეყნა.

გერმანულმა ტელევიზიამ ( ARD) ვულფის პრეს-მდივანზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აღიარებს ინფორმაციის თავისუფლების დიდ მნიშვნელობას გერმანული საზოგადოებისთვის .

კრისტიან ვულფი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წვერია. გერმანიის პრეზიდენტია 2010 წლიდან, მანამდე, 2003-2010 წლებში ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრი იყო.

 

კომენტარები