ოპერა

ალბერტო რინალდი თბილისში იმღერებს

 სახლეგანთქმული იტალიელი ბარიტონი ალბერტო რინალდი თბილისშია. საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მოწვევით ის მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პატრიარქის დაბადების დღეს დაგეგმილ  კონცერტში, რომლის ფარგლებშიც შესრულდება ჯუზეპე ვერდის ოპერა „ბედის ძალა“.

კონცერტი გაიმართება 4 იანვარს, ალექსანდრე გრიბოედოევის სახელობის თეატრში. იტალიელი ბარიტონის გვერდით მოსფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავები იმღერებენ.  "იავნანას" საქველმოქმედო საღამოს ბოლოს მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელ ბინას გადასცემენ.

კომენტარები