საახალწლო კონცერტები

საახალხო ღონისძიებები აღმაშენებლის გამზირზე

დღეს დილიდან გადაკეტილია მარჯანიშვილის მოედანი და ასევე დავით აღმაშენებლის გამზირი. მიზეზი საახალწო ღონისძიებებია.

დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები დედაქალაქში 12:00 საათიდან დაიწყო, აღმაშენებლის გამზირზე იმართება კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები.

17:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სკვერში გაიმართება კონცერტი, სახელწოდებით We Believe in Miracles, რომელშიც ქართული ბენდები მიიღებენ მონაწილეობას: სინათლის წელიწადი, Tako & Green Mama, Shusha, პორნო პოეზია, The JETBIRD, Mutual Friends, Landmark, Loudspeakers, ZurGi, The Smile, MAMM.

სწორედ ამ ჯგუფების მოსმების საშუალება ექნებათ კახიძის სკვერში მისულ სტუმრებს, დასწრება უფასოა.

გრანდიუზული გალა კონცერტი კი მარჯანიშვილის მოედანზე, ქართველი მომღერლების მონაწილეობით გაიმართება.

 

კომენტარები