რუსეთი

ხანძარი წყაქვეშა ნავზე ლოკალიზებულია

ატომურ წყალქვეშა ნავზე "ეკატერენბურგი", რომელიც მურმანსკის მხარის დასახლებულ პუნქტ როსლიაკოვოში გემთსარემონტო ქარხნის დოკში დგას, მეხანძრეებმა ხანძრის კერების ლოკალიზება შეძლეს.

 როგორც ხომალდის მეთაურმა განაცხადა, რადიაციული ფონი წყალქვეშა ნავზე ნორმის ფარგლებშია.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგებელთა განცხადებით, ეკიპაჟის ნაწილი ბორტზე იმყოფება და მონიტორინგს ატარებს. წყალქვეშა ნავის ირგვლივ რადიაციული ფონის შემოწმება ხდება ყოველ 30 წუთში.

 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი გემის გარშემო დამონტაჟებულ ხის ხარაჩოებს გაუჩნდა. ხანძრი 150 კვ/მ-ზე გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნავის სარემონტო სამუშაოების გამო, წყალქვეშა ატომური ნავის რეაქტორი გამორთული იყო.

კომენტარები