თურქეთი

ქურთულ სოფელზე თავდასხმას 23 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ერაყის საზღვართან მდებარე ქურთული სოფელზე თურქული ავიაციის იერიშს 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, უპილოტო თვითმფრინავების ოპერატორებს კონტრაბანდისტები ქურთ მეამბოხეებში აერიათ.

საინფორმაციო სააგენტო Dogan - ის ცნობით, თავდასხმა ოთხშაბათს ღამით სოფელ ულუდერეში თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე სირნაკის პროვინციაში მოხდა. აფეთქებას, პროვინციის გუბერნატორის თქმით, მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები საზღვრის გადაკვეთას ჯორებით ცდილობდნენ.

საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდა ერაყის საზღვართან მდებარე სოფლებში გავრცელებული საქმიანობაა. ქურთების მშრომელთა პარტიამ საზღვარი არაერთხელ გადაკვეთა იმისთვის, რომ თურქეთის სამხედრო ძალებზე დარტყმები განეხორციელებინა. ოქტომბერში მათ რეიდებს 24 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, რასაც თურქეთმა საჰაერო და სახმელეთო დარტყმების სერიით უპასუხა.

 

კომენტარები