პარტიების

პარტიებს მიღებული და დაუხარჯავი თანხების დაბრუნება მოუწევთ

საქათველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციები და მას უკუქცევითი ძალა მიანიჭა. კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში ჩაიწერა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან,   კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრონონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

 რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს 4.1 მლნ ლარის ოდენობით თანხები გადაერიცხათ. ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა აღიარა, რომ ეს მოხდა დაჩქარებულად, იმის გამო , რომ  გეგმაში იყო იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვა. "საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე  იურიდიულ პირებს აქვთ პარტიების დაფინანსების უფლება და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული  კომპანიებიდან ფულის გადარიცხვაც შეგნებულად, კანონის ახალი მოთხოვნების ამოქმედებამდე მოხდა." - აღნიშნა მაშინ კობა დავითაშვილმა. 

 

 

 

კომენტარები