რუსეთი-ევროკავშირი

მედვედევისთვის ევროპარლამენტის რეზოლუცია არაფერს ნიშნავს

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ბრიუსელში, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ მისთვის ”არაფერს ნიშნავს ” ევროპარლამენტის მოწოდება   რუსეთმა ჩაატაროს დუმის ხელახალი არჩევნები.

” ეს ჩვენი არჩევნებია და მასთან ევროპარლამენტს არაფერი ესაქმება. ჩემთვის მისი რეზოლუცია არაფერს ნიშნავს.”- თქვა მედვედევმა.  დმიტრი მედვედევისთვის ეს იყო ბოლო სამიტი ევროკავშირთან რუსეთის პრეზიდენტის რანგში. სამიტზე მან ევროპის ლიდერებს ასე მიმართა: ” რუსეთის პარლამენტში  გუშინ გამოხატეს აღშფოთება  ევროპარლამენტის რეზოლუცისათან დაკავშრებით. იმიტომ რომ ევროპარლამენტი უნდა იყოს დაკავებული ევროპის  საქმეებით, ნახეთ რამდენი პრობლემები გაქვთ.”

თავის მხრივ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია 4 დეკემბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებით. სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რომპემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთში საპროტესტო გამოსვლებისთვის ადამიანთა დაკავების ფაქტების გამოც. ყოველივე ამის ფონზე მედვედევმა გამოხატა რუსეთის მზადყოფნა გამოყოს თანხა ევროზონის დასახმარებლად. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ ლაპარაკია მოსკოვის მხრიდან,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეშვეობით,  ევროზონითვის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე.

კომენტარები