გადასახადები

Paying Taxes 2012-ის რეიტინგში საქართველო 39-ე ადგილზეა

საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში, გადასახადების გადახდის სიმარტივის (Paying Taxes 2012) მიხედვით, 183 ქვეყანას შორის 39-ე ადგილი დაიკავა და გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 22 პოზიციით გაიუმჯობესა.  2011 წლის ანალოგიურ მოხსენებაში გადასახადების გადახდის სიმარტივის რეიტინგში საქართველო 61-ე ადგილზე იმყოფებოდა. 2012 წლის „გადასახადების გადახდის სიმარტივის" კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველომ კომპანიებისათვის გადასახადების გადახდები გაამარტივა და ელექტრონული გადახდების სისტემა აამუშავა. საქართველო ოთხივე მეზობელ ქვეყანაზე - სომხეთი (153-ე ადგილი), რუსეთი (102), აზერბაიჯანი (77) და თურქეთი (75) საშუალოდ 50.2 ადგილით წინ არის.

რეიტინგი გადასახადების გადახდა 2012 მსოფლიო ბანკისა (World Bank) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კომპანია PricewaterhouseCoopers-თან (PwC) თანამშრომლობით მომზადდა. მოხსენებაში გამოკვლეულია მსოფლიოს 183 ქვეყნის მონაცემები. 2012 წლის Paying Taxes 2012-ის მიხედვით პირველ ადგილზეა მალდივი, ხოლო ბოლო ადგილზე ვენესუელა.  

კომენტარები