სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭო დაკომპლექტდა

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 3 წარმომადგენელი აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობაში ხმათა უმრავლესობით არასამთავრობო ორგანიზაციებმა გიორგი კოტრიკაძე (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე), ნიკოლოზ ნანუაშვილი (საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტი) და დავით ჯაიანი (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საპარლამენტო მდივანი) წარადგინეს. წევრების შერჩევაში 10 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. კანდიდატურების წარდგენა ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას 18 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე შეეძლო.

დავების საბჭო შესყიდვების სააგენტოში გასული წლის ბოლოს შეიქმნა. საბჭომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 52 საჩივარი განიხილა, რაც საბჭოს შექმნამდე წარდგენილი საჩივრების რიცხვს ათჯერ აღემატება. დავების საბჭო სამი არასამთავრობო სექტორისა და სამი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლისგან არის დაკომპლექტებული. საბჭოს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ტატო ურჯუმელაშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოს სხდომები ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის, ხოლო გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება ვებ­გვერდზე: www.dispute.procurement.gov.ge.

 

კომენტარები