რუსეთის ეკლესია

რუსეთის ეკლესია რევოლუციის წინააღმდეგ

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს რუს მართლმადიდებლებს არ დაუშვან ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება და არ აჰყვნენ ოპოზიციონრებს არჩევნების შედეგების გაპროტესტებაში.

„ არ შეიძლება არ გამოვხატოთ კმაყოფილება იმის გამო, რომ რუსეთის  ქალაქებში მიტინგები მიმდინარეობს მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში.  როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს პოლიტიკური პოზიციები, მთავარია დავიცვათ სამოქალაქო მშვიდობა და სახელმწიფოებრიობა, არ დავუშვათ 1905, 1917, 1991 და 1993 წლები.“-   უთხრა სააგენტო ინტერფაქსს  რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა.

კომენტარები