თურქეთი

თურქეთი სირიაზე ეკონომიკური სანქციების დაწესებას გეგმავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს. კერძოდ, თურქულ კომპანიებს დამასკოსთვის ნებისმიერის იარაღის ან სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა აეკრძალებათ, გაიყინება სირიის მთავრობის წევრების ანგარიშები და შეჩერდება ქვეყნებს შორის არსებული ფინანსური ხელშეკრულებები. თურქეთი ამ გადაწყვეტლებას მხოლოდ ახალი ,,ლეგიტიმური“ მთავრობის პირობებში შეცვლის. თურქმა მაღალჩინოსანმა სირიის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადეობის იგნორირებაში დაადანაშაულა.

როგორც ცნობილია, სირიაზე შეზღუდვები არაბული ქვეყნების ლიგამაც დააწესა. ამის მიზეზი საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყენაში შეშვების მოთხოვნისა და ლიგის მიერ შემოთავაზებული გეგმის უგულებელყოფა გახდა. 

კომენტარები