რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქი ერევანში ჩავიდა

ერევანში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რელიგიათშორისი პრეზიდიუმის სხდომა იმართება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის დედაქალაქში რუსეთის პატრიარქი კირილი ჩავიდა. სხდომაზე დასასწრებად ერევანს ეწვია კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხულისლამ ალლახშურკიურ პაშაზადე. ეს მისი პირველი ვიზიტია ერევანში.

წინასწარ იყო მოლოდინი, რომ ერევანში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც, თუმცა გავრცელებული ცნობებით ილია მეორე ერევანში არ ჩადის.

 

 

კომენტარები