ოლეგ დერიპასკა

რუსი მილიარდერი ესპანეთში ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი

ესპანეთიდან  მოსკოვში გადაიგზავნა საქმე რუსი მილიარდერის ,  ”ალუმინის მეფედ” მონათლულ ოლეგ დერიპასკას წინააღმდეგ.  ის ეჭვმიტანილია    დიდი ოდენობის ფულის გათეთრებაში.   ესპანურ გამოცემა   Mundo -ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად  ,  გამოძიების მონაცემებით ესპანეთში ფულის გათეთრების გადაწყვეტილებას რუსეთი იღებდნენ.    ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლაპარაკია  2001-2005 წლებში,   ესპანეთში ფულის გათეთრებაზე,  რაც  ხორციელდებოდა ფირმის   საშუალებით -  Vera Metalurgica.  ესპანეთის სამართალდამცველებს  ოლეგ დერიპასკას მიმართ ეჭვი   მას შემდეგ  გაუჩნდათ,  რაც რამდენიმე წლის წინ  ჩაატარეს ოპერაცია კოდური სახელწოდბით ”ოსა”  და ფულის გათეთრების ბრალდებით  დააკავეს    ”რუსული მაფიის” დიდი ჯგუფი , მათ შორის      ცნობილი  კრმინალური  ავტორიტეტი  შაქრო კალაშოვი.

დერიპასკა რუსეთის ხელისუფლებასთან  დაახლოებული  ბიზნესმენია,  ის წლებია ფუგურირებს  პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში. ოლეგ დერიპასკა  ხშირად იყო წარმოდგენილი რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის  თანმხლებ დელეგაციებში.  ის აფინანსებს კრემლის მსხვილ  პროექტებს, მათ  შორის ”2014 წლის სოჭის ოლემპიადის”  მოსამზადებელ სამუშაოებს.  

კომენტარები