თვალი

თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლა შესაძლებელია

მალე თვალის ფერის შეცვლას ყველა მსურველი შეძლებს. კალიფორნიის Stroma Medical-ის დოქტორის, გრეგ ჰომერის განცხადებით, თავალის ფერის სამუდამოდ შეცვლას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება.

ახალ გამოგონებას საფუძვლად უდევს ლაზერული სხივის გამოყენება იმგვარად, რომ ყავისფერი თვალი შეცვალოს ცისფერით. ლაზერის ენერგია თვალს თვალის ფერადი გარსიდან აცლის პიგმენტ მელანინს. 2-3 კვირის განმავლობაში თვალი იღებს ცისფერ შეფერილობას. პიგმენტი აღარ აღდგება, ამიტომ თვალის ფერი სამუდამოდ იცვლება. ახალი ტექნოლოგია Lumineyes-ის სახელით არის ცნობილი. თვალის ფერის შეცვლა დაახლოებით 5000 აშშ დოლარი ეღირება.   

კომენტარები