Toyota

Toyota -მ მსოფლიო ბაზრიდან 550 ათას ავტომობილ გაიწვია

იაპონურმა ავტოკონცერნმა Toyota Motor Corp-მა მსოფლიო ბაზრიდან  550 ათასი ავტომობილის გაწვევის შესახებ განაცხადა. მანქანების ამოღების მიზეზად საჭის მექანიზმში აღმოჩენილი პრობლემებია, რის გამოც არსებობს თეორიული საფრთხე, რომ მძღოლი გარკვეულ მომენტში ვერ შეძლებს საჭის მობრუნებას. კომპანიამ სულ აშშ-დან 447 ათასი ავტომობილი მოიწვია, ევროპიდან კი 14 ათასი. საუბარი Camry, Highlander, Sienna, Solara, Avalon, Highlander და HV მოდელებზეა. ასევე გაწვეული იქნება 2004-2006 წლებში გამოშვებული Lexus-ის 134 ათასი ავტომობილი.

თუმცა, იაპონურ კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ მიზეზით გამოწვეული ავარიის შესახებ მათთან არცერთი მონაცემი არ შესულა. 

კომენტარები