ირანის ბირთვული შეიარაღება

IAEA ირანის ატომურ იარაღზე მოხსენებას აქვეყნებს

გაზეთ La Repubblica-ს კორესპონდენტის, დანიელე მასტროჯაკომოს ცნობით, ოთხშაბათს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA) ირანის მიერ ატომური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებით მოხსენებას გამოაქვეყნებს. იგი IAEA-ის უმაღლესი ინსპექტორებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ანგარიში სერიოზულ ვნებათაღელვას გამოიწვევს და მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ანგარიშში მოცემული იქნება ფაქტები, დოკუმენტები და ფოტოები, რომლებიც ირანის მიერ ატომური იარაღის ფლობას დაამტკიცებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პარჩინში მდებარე ირანის ბირთვულ მოწყობილობას. იგი ფოლადის კონტეინერია და საერთაშორისო ინსპექტორების ეჭვით, იგი ბირთვული იარაღის მისაღებად საჭირო ასაფეთქებელი ტესტებისთვის გამოიყენებოდა. IAEA-ის ინსპექტორებმა ამ ცენტრში მიმდინარე ბირთვული გამოკვლევების შესახებ 2004 წელს შეიტყვეს.

სტატიის ავტორის თქმით, მოხსენების შინაარსი თავად ჩინეთისა და რუსეთისთვისაც საინტერესო იქნება.

გავრცელებული ცნობებით ირანის პრეზიდეტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს სერიოზულად აფრთხობს ირანის სამხედრო პოტენციალი. ეგვიპტურ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აჰმადინეჯადიმ განცხადა , რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები გამოარჩევს მას რეგიონის ყველა სახელმწიფოსგან და ირანს შეუძლია პასუხი გასცეს როგორც ისრაელს , ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ირანის ლიდერმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანი არ ისწრაფვის ბირთვული იარაღის შექმნისკენ და მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ ენერგეტიკული ხასიათისაა.

 

კომენტარები