რუსი მხატვრის ვასილი ვასილევიჩ ვერეშჩაგინის ნახატი „მარგალიტის მეჩეთი დელიში“ სოტბის აუქციონზე $3.1
მილიონად (£1.9) გაიყიდა. აუქციონი ნიუ-იორკში შედგა.
„მარგალიტის მეჩეთი დელიში“ მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც უკანასკნელი 100 წლის მანძილზე იქნა გატანილი აუქციონზე.
ტილო გამოირჩევა თავისი ზომით, ნამუშევარი 3.9მ. სიგრძისაა ხოლო სიგანეში 4.8მ და ის 1876-1879 წლებით თარიღდება.
ნახატზე გამოხატულია მამაკაცი, რომელიც მეჩეთში ლოცულობს.




