ინვესტიციები

საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები 850 მილიონი აშშ დოლარი იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ედვარდ გარდნერი Reuters-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ ფონდის პროგნოზით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წელს 850 მილიონი აშშ დოლარს მიაღწევს და ეს მაჩვენებელი დაახლოებით მშპ-ს 6%იქნება.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) ოქტომბრის მიმოხილვაში არსებული პროგნოზის მიხედვით, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდება მშპ-თან, წლის ბოლოსთვის 5,5% იქნება.

ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს საქართველოში 814 მლნ აშშ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა.  2011 წლის პირველ ნახევარში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2010 წლის პირველ ნახევართან შედარებით მხოლოდ 0,6%-ით არის გაზრდილი. 

კომენტარები