საბიუჯეტო დეფიციტი

მთავრობის გეგმა საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ დონეზე შენარჩუნებისთვის

საქართველოს მთავრობის 2012-2015 წლების ათ პუნქტიანი სამოქმედო გეგმა ბიუჯეტის დეფიციტის რაც შეიძლება დაბალ დონეზე შენარჩუნებას ითვალისწინებს. ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, 2014 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 3%-ს. მთავრობის ამოცანაა, ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების წილი მშპ-თან იყოს „მცირე მთავრობის" ფარგლებში, რათა საგადასახადო წნეხმა და მთავრობის აქტივობამ არ შეზღუდოს სივრცე სამეწარმეო აქტივობისათვის, კერძო ინიციატივებისა და ინვესტიციებისათვის.

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მშპ-ის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი 3,7%-დან 3,6%-მდე უნდა შემცირდეს. 

კომენტარები