ბალტიისპირეთთან ურთიერთობა

თბილისში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება

თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი.  ის დღეს შეხვდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას.   გავრცელებული ცნობებით , პაეტმა და ბოკერიამ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ურმას პაეტმა   კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს აფხაზეთისა და  ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკას და  ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ევროკავშირის მეთვალყურეთა ყოფნა და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა.  


კომენტარები