#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/auqcioni.png##fbimage#
დღეს, 17 ოქტომბერს თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, აუქციონი გაიმართება. აუქციონი ტარდება 23 წლის ლევან ჩიხრაძის მხარდასაჭერად, რომელიც ხერხემლის სიმსივნით არის დაავადებული.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას ცნობილი ქართველი მხატვრები უჭერენ მხარს, აუქციონზე ასევე გამოტანილი იქნება ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან.
თიბისი გალერეაში წარმოდგენილი იქნება უნიკალური, 1909 წლის ეთნოგრაფიული რუკა, რომელიც საქართველოში ერთ ეგზემპლარად მოიპოვება.
თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ: ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, კარლო კაჭარავას, რუსუდან ფეტვიაშვილის, ზურაბ ნიჟარაძის, ზაზა ლოდიას, ნინო ბურკაძის, გიკა მირზაშვილის, თენგიზ მირზაშვილის, კაკო თოფურიას, გია ბუღაძის, გურამ წიბახაშვილის, დათო ალექსიძის, ლევან მარგიანის, გიორგი მასხარაშვილის, გუგა კოტეტიშვილის, მარიამ ოდიშელიძის, როკო ირემაშვილის და სხვა მრავალი ხელოვანის ნამუშევრები.
გამოფენის გახსნა 14:00 საათი, აუქციონი დაიწყება 19:საათზე.
აუქციონი ჩატარდება როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად.





