„Amy, My Daughter” („ემი, ჩემი ქალიშვილი“) წიგნს ემი ვაინჰაუზის ცხოვრებაზე, მომღერლის მამა დაწერს.
მიჩ ვაინჰაუზმა უკვე გააფორმა კონტრაქტი გამომცემლობა HarperCollins-თან.
მომღერლის მამამ განაცხადა, რომ წიგნში აღწერილი იქნება მისი ქალიშვილის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალი, ემის ბავშვობა, გზა ვარსკვლავობამდე, მისი დამოკიდებულება ალკოჰოლისადმი და გარდაცვალება.
„ვგრძნობ, რომ მჭირდება ამ წიგნის დაწერა, მინდა მოვყვე ემის ნამდვილი ცხოვრების შესახებ“ განაცხადა მიჩ ვაინჰაუზმა.
„Amy, My Daughter” 2012 წლის ზაფხულში გამოვა, გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა კი ემი ვაინჰაუზის სახელობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც მომღერლის გარდაცვალების შემდეგ დაარსდა, ფონდი მოზარდების დახმარებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე არიან დამოკიდებულნი.
ემი ვაინჰაუსი
“Amy, My Daughter” ემი ვაინჰაუზის მამა წიგნს წერს





