რელიგიური დაპირისპირება ეგვიპტეში

ეგვიპტეში ქრისტიანთა აქციის დაშლას მსხვერპლი მოყვა

კვირა საღამოს, ქაიროში ეგვიპტის პოლიციამ კოპტი-ქრისტიანების საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 24 ადამიანი გარდაიცვალა და 200-მდე დაშავდა. პროტესტის მონაწილეები ეგვიპტეში ქრისტიანების მიმართ გახშირებული თავდასხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ. უკანასკნელად მუსლიმმა ექსტრემისტებმა თავდასხმა წინა კვირას, ქალაქ ასუანში, ქრისტიანულ ტაძარზე განახორციელეს.

პროტესტი სამხედრო პოლიციამ დაარბია. მათი გამოჩენისას პროტესტის მონაწილეებმა ქვების სროლა და სატრანსპორტო საშუალებების დაწვა დაიწყეს. 

კომენტარები