ეფლის პროდუქტები

Iphone 4S რეკორდსმენია

კომპანია Apple-ის ინფორმაციით ახალ სმარტფონ Iphone 4S-ზე წინასწარი შეკვეთების დაწყების გამოცხადებიდან 24 საათში მომხმარებლებმა მილიონი ახალი სმარტფონი დაუკვეთეს. ეს რიცხვი ყველა წინა მაჩვენებელს აჭარბებს. წინა რეკორდი - 24 საათის განმავლობაში 600 ათასი შეკვეთა - iPhone 4-ს ეკუთვნის.

ახალი სმარტფონი Iphone 4S-ი ორბირთვიან პროცესორ A5-ზე მუშაობს, რომელიც 8-მეგაპიქსელიანი კამერითაა აღჭურვილი, შეიცავს ხმოვანი მართვის ტექნოლოგია Siri-სა და  iCloud-ის სერვისს.

ახალი Iphone 4S-ის გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 14 ოქტომბერს დაიწყება, თვის ბოლოს ახალი სმარტფონი კიდევ 22 ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება, ქართულ ბაზარზე კი Iphone 4S ნოემბრის ბოლოს გამოჩნდება.

 iPhone-ის განახლებული ვერსია Apple-მა 4 ოქტომბერს წარმოადგინა ახალი მოდელის პრეზენტაციის მეორე დღეს გარდაიცვალა. სმარტფონი iPhone 4S Apple-ის დამფუძნებელის სტივ ჯობსის მიერ შექმნილი უკანასკნელი პროდუქტია. იგი 5 ოქტომბერს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები