ეფლის პროდუქტები

ახალი iPhone-ი მომხმარებლებს ვერ გააოცებს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/iphoneerere.png##fbimage#
გარეგნულად iPhone 4S მისი წინამორბედისაგან არაფრით განსხვავდება. გაუმჯობესებულია A5 მახსოვრობის ბარათი, რაც თამაშების მოყვარულებს მეტ კომფორტს უქმნის. იგი უფრო ძლიერი და სწრაფია.  სიახლეა ხმის ამოცნობის ფუნქცია. iPhone-ის მომხმარებელი განკარგულების გაცემით მიიღებს ინფორმაციას. მაგალითად, მობილურს კითხავს როგორი ამინდია, მისგან კი ხმოვან შეტყობინებას მიიღებს. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებისა, iPhone 4S-მა ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა. მათი აზრით, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ  Apple-მა მომხმარებლებს ვერაფერი შესთავაზა, რადგან ახალი iPhone-ის ფუნქციები მხოლოდ უმნიშვნელოდ არის გაუმჯობესებული, ახალს კი არაფერს სთავაზობს. 

კომენტარები