ამერიკელი ენტერპრენერი და გამომგონებელი, Apple-ისა და Pixar Animation Studio-ს დამაარსებელი, სტივ ჯობსი 5 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2004 წლიდან ის კიბოთი იყო დაავადებული.
Apple-ის მთავარ ოფისთან ფანებმა ყვავილები და თანაგრძნობის ბარათები მიიტანეს. მის სიკვდილს ტექნოლოგიური სამყაროს ლიდერებიც გამოეხმაურნენ. Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ ჯობსთან მუშაობა მისთვის დიდი სიამოვნება იყო და ძალიან მოენატრება. როგორც Microsoft-ის და Apple-ის დამაარსებლებმა, ჯობსა და გეიტსმა დიდი წვლილი შეიტანეს პერსონალური კომპიუტერების განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
Facebook-ის შემქმნელმა მარკ ზაკერბერგმა ჯობს თავისი მენტორი უწოდა და ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა. ლარი პეიჯმა, Google-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, თავის განცხადებაში ჯობს მადლობა გადაუხადა მისი შთაგონებისთვის. ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადეს Youtube-ის და HP-ის ხელმძღვანელებმაც.
სტივ ჯობსის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მან ჯობსს დიდი ამერიკელი ნოვატორი უწოდა .
ჯობსის გარდაცვალება
ბარაკ ობამამ მწუხარება გამოთქვა სტივ ჯობსის გარდაცვალების გამო
![](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_lg/public/photos/2024/01/obama_jobs2_111021_0.jpg?itok=VHFmA_si)