#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/alterhell1.png##fbimage#
Tbilisi Altervision Newcomers მესამე წელია ტარდება, ფესტივალი Altervision Group-ის და თბილისის მერიის მიერ არის ორგანიზებული და წლეულსაც თბილისობის ფარგლებში იმართება.Tbilisi Altervision Newcomers 2011, 7 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის 9 ახალბედა ჯგუფი მიიღებს.
წელს ფესტივალში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტმა ბენდმა გამოთქვა, showcase-ის შემდეგ, საბოლოოდ 9 ჯგუფი გამოვლინდა.
Landmark, RadioActive, The Mins, Svansikh, The Georgians, Country Man, Rema, Plus Master, Global House Project - სწორედ ეს შემსრულებლები მიიღებენ მონაწილებას Tbilisi Altervision Newcomers 2011-ში.
აღსანიშნავია, რომ წელს კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართება და მასზე დასწრება უფასოა.




