#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/gaitanetsimpsonebi.png##fbimage#
მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმის, კონრად მიურეის სასამართლო პროცესი სამშაბათს განახლდა. პროცესზე ერთ-ერთი კოქტეილ-ბარის მოსამსახურე დაიკითხა, რომელსაც მიურეი 2009 წელს ხვდებოდა. ქალბატონმა სასამართლოს განუცხადა, რომ პოპ-ვარსკვლავის გარდაცვალების დღეს, მას ექიმ მიურეისთან მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი ქონდა. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, კონრად მიურეის თავისუფლების აღკვეთა 4 წლით ელის. სატელევიზიო ანიმაციური სერიალ "The Simpsons" დახურვა ემუქრება. ფოქს ტელევიზიის განცხადებით შოუს გაგრძელება მხოლოდ ხელფასების შემცირების შემთხევაში იქნება შესაძლებელი.
პროდიუსერების თქმით, პერსონაჟების გამხმოვანებლებს ხელფასი 45 პროცენტით უნდა შეუმცირდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე ხანგრძლივი კომედიური სერიალი დაიხურება.
"The Simpsons" ამერიკის შეერთებულ შტატებში 23-ე სეზონია გადის.
ანჯელინა ჯოლი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ახალ პროგრამაზე იწყებენ მუშაობას, შეგახსენებთ რომ მსახიობი 10 წელი კეთილი ნების ელჩად მსახურობდა.
ჯონ ლენონის მიერ შესრულებული ნახატი იქნება ერთ-ერთი იმ 120 ლოტიდან, რომელიც ბითლზების აუქციონზე გაიყიდება არგენტინაში 13 ოქტომბერს.




