დღეს 12 საათზე კინოთეატრ ამირანში პრესკონფერენცია გაიმართა რომელიც ქართულ ვებპორტალებზე უკანონოდ განთავსებულ მხატვრულ ფილმების პრობლემასა და მისი აღმოფხვრის გზებს ეხებოდა.
კინოთეატრების ქსელი ”რუსთაველი” და ”ამირანი” ქართულ ვეპორტალებთან მოლაპარაკებებს დაწყებას აპირებს, რათა მათ არ დადონ თავიანთ საიტებზე არალეგალური კინო-პროდუქცია. პრობლემის მოსაწესრიგებლად კინოთეატრების ქსელმა ”საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას” მიმართა.
”ჩვენ ვცდილობთ მოლაპარაკების გზით მოვაგვაროთ ეს საკითხი და იმედია საქმე სასამართლომდე არ მივა. უკვე არაერთ საიტთან მივაღწიეთ შეთანხმებას და ისინი უკანონოდ აღარ განათავსებენ ფილმებს. მეკობრეობით კინოთეატრები ძალიან ზარალდება - მაყურებელი ნაკლებად დადის კინოში და სადისტრიბუციო კომპანიები მოითხოვენ ფილმები დავიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფილმების მოწოდება შეწყვიტონ” - განაცხადა ჟურნალ ”ტაბულასთან” საუბარისას კინოთეატრების წარმომადგენელმა ირინა კილოსანიძემ.