#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/fffffffffffffffffff.png##fbimage#
ანონიმმა რუსმა ბიზნესმენმა 200 ათას ევროდ შეიძინა პუტინის პორტრეტი, რომელიც ამერიკაში მცხოვრებ წარმოშობით ქართველ მხატვარს დევიდ დათუნას ეკუთვნის. პუტინის პორტრეტზე დევიდ დათუნამ ამერიკელ მხატვართან ერთად იმუშავა. პუტინის პორტრეტს ჰქვია ”პუტინი -მონა ლიზა” და საგულისხმოა, რომ ის რუსეთის ამჟამინდელი პრემიერის პორტრეტს ლეონარდო და ვინჩის შედევრის მინიატურული ფოტოების კოლაჟით ქმნის. პორტრეტი მოსკოვში გაიყიდა. მისი საწყისი ფასი იყო 100 ათასი ევრო. არტ ექსპერტმა ტატიანმა მირონოვამ რუს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ”პუტინი - მონა ლიზასადმი” ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც პუტინმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და საბოლოოდ პორტრეტი 200 ათას ევროდ გაიყიდა. ხელოვნება რუსეთში
წარმოშობით ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული პუტინის პორტრეტი ”პუტინი მონა ლიზა ” 200 000 ევროდ გაიყიდა





