#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa.png##fbimage#
ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, სელენა გომესი 6 ნოემბერს, ბელფასტში MTV Europe Music Awards (MTV -ის ევროპულ დაჯილდოების ცერემონია) გაუძღვება. 19 წლის გომესი 17 წლის პოპ-ვარსკვლავს, ჯასტინ ბიბერს ხვდება. წლევანდელი MTV Europe Music Awards (MTV -ის ევროპულ დაჯილდოების ცერემონია) ლიდერი ნომინაციებში ლედი გაგაა, მომღერალი 6 ნომინაციაზეა წარდგენილი.
ჯეი-ზი პირველი შემსრულებელი იქნება, ვინც ბრუკლინში, ახალ საკალათბურთო მოედანზე იმღერებს. ბრუკლინში დაბადებული რეპერი ამბობს, რომ სახლში დაბრუნება და მოედნის გახსნა მისთვის ბევრს ნიშნავს.
მაიკლ ჯექსონის ექიმის, კონრად მიურეის სასამართლო პროცესი 27 სექტემბერს გაიმართება, ბრალდებულს 12 ნაფიც-მსაჯული მოუსმენს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხევაში მიურეის 4 წლიანი პატიმრობა ელის.
იტალიელი დიზაინერების დოლჩე და გაბანას 2012 წლის ზამთრის კოლექციიდან ერთ-ერთი კაბა მოირგო ამერიკელმა მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა.
ახალი კოლექციის ჩვენება, 25 სექტემბერს, მილანში გაიმართა.




