რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში რჩება. სტურუამ ამის შესახებ განცხადება სპექტაკლ „ნადირობის სეზონის“ დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი განცხადებით ის არ აპირებს არც რუსეთში და არც ინგლისში წასვლას, სტურუა აპირებს საქართველოში დარჩენას და მუშაობის გაგრძელებას.
კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ სტურუას გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, მას ექნება თეატრში დარჩენისა და სპექტაკლების დადგმის საშუალება.
რობერტ სტურუამ რამდენიმე დღის წინ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ 2 ოქტომბერს მოსკოვში ჩასვლასა და „ეტ სეტერას“ თეატრთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, სტურუამ გადაწყვეტილება შეცვალა.