უკვე ცნობილია, რომ ბრიტანული ჯგუფის ახალი, რიგით მე 5-ე ალბომი „Mylo Xyloto“ 24 ოქტომბერს გამოვა.
Coldplay-მ უკვე გამოაქვეყნა ევროპული ტურნეს განრიგი, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი მსმენელს ახალ ალბომს წარუდგენს.
პირველი კონცერტი 3 დეკემბერს გლაზგოში გაიმართება, 4 დეკემბერს ჯგუფის მოსმენის საშუალება მანჩესტერელებს მიეცემათ, ხოლო 9 დეკემბერს Coldplay ლონდონს ეწვევა.
14 დან 21 დეკემბრამდე დაგეგმილია კონცერტები საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
ბილეთების შეძენა კონცერტზე დასწრების მსურველებს 23 სექტემბრიდან შეეძლებათ.
MTV Europe Music Awards (MTV ევროპული დაჯილდოების ცერემონია) რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება, ბრიტანული ჯგუფი 3 ნომინაციაზეა წარდგენილი: საუკეთესო ცოცხალი შესრულება, საუკეთესო როკ-ბენდი და ბრიტანული საუკეთესო ჯგუფი.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ Coldplay, 2011 წლის საფესტივალო რეიტინგის შედეგების მიხედვით, ნომერ პირველ საკონცერტო ჯგუფად იქნა აღიარებული.