EMMY-ის გამარჯვებულები, MTV Europe Music Awards

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/daisevemi.png##fbimage#
EMMY-ის 63-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, საუკეთესო დრამა-სერიალის ნომინაციაში გამარჯვება “Mad Men”-მა მოიპოვა, “Mad Men” მეოთხე წელია ინარჩუნებს ფავორიტობას. საუკეთესო კომედიური სერიალის გამარჯვებული "Modern Family“ გახდა, სამი წყვილის და მათი შვილების ისტორია ტელეარხ ABC-ზე გადის.
მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ამავე სერიალის მსახიობები დასახელდნენ.
მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ქალბატონების ნომინაციაში ჯული ბოვენანდი გამოვლინდა, ხოლო მამაკაცი - ტაი ბურელი.
პირველი EMMY გადაეცა ოსკაროსან კეიტ უინსლეტს, სატელევიზიო მინი-სერიალში"Mildred Pierce“ შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო მინი-სერიალი კი "Downtown Abbey“ გახდა.

დოლორეს ჰოუფი, ბობ ჰოუფის მეუღლე გარდაიცვალა ორშაბათს, 19 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში 102 წლის ასაკში.
თავად ბობ ჰოუფი კი 100 წლის, 2003 წელს გარდაიცვალა.

 MTV Europe Music Awards (MTV ევროპული დაჯილდოების ცერემონია) 6 ნოემბერს ბელფასტის Odyssey Arena-ზე გაიმართება.
ნომინაციებში Lady Gaga ლიდერობს, ის 6 ნომინაციაზეა წარდგენილი, მას მოსდევს კეტი პერი და ბრუნო მარსი, ორივე შემსრულებელი 4 ნომინაციით.

"Two and a Half Men"-ის ვარსკვლავ ჯონ კრაიერს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე ვარსკვლავი გაუხსნეს.
მსახიობის დებიუტი ეკრანზე 1984 წელს შედგა, რომანტიკულ კომედიაში "No Small Affair“.



კომენტარები