ქართველ და თურქ მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა თბილისში

19 დან 21 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ქართველ და თურქ მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა, პერფორმანსი და კონფერენცია იმართება. კონფერენციის და პერფორმანსის დასკვნითი ნაწილი იქნება  გამოფენა, რომელიც 20 სექტემბერს, 18:00 საათზე ქარვასლაში გაიხსნება.
სპეციალურად ამ დღეებისთვის თბილისს თურქეთიდან 50 მხატვარი ქალისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.

„Femin and Art” ამ სახელწოდებით გაიმართა ტრაბზონში მსოფლიოს მხატვარ ქალთა მე 4-ე საერთაშორისო ფესტივალი 4-10 ივლისს.
ფესტივალის მიზანი ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქალთა უფლებების დაცვის მხარდაჭერა და გენდერული პრობლემების გადაჭრაში აქტიური მონაწილეობაა. 
ტრაბზონში, 50 მხატვარს შორის იყო ოთხკაციანი ჯგუფი საქართველოდან. ქართველმა მხატვრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს, შედეგად თურქულმა მხარემ გამოთქვა სურვილი ფესტივალი 2012 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს საქართველოში.

კომენტარები