„მეფე ლომი“, ანიმაციური ფილმი ჯუნგლებზე 17 წლის შემდეგ კვლავ ლიდერია. სწორედ 17 წლის წინ გამოჩნდა პირველად „მეფე ლომი“ კინოთეატრებში. დისნეიმ 1994 წელს შექმნილი მულტფილმის აღდგენილი ვერსია 3-D-ში შეთავაზა საზოგადოებას.
კინოთეატრებში გაყიდული ბილეთებით, „მეფე ლომის“ მოგებამ შაბათ-კვირას 29.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
გასული კვირის ლიდერმა „Contagion” მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სტივენ სოდერბერგის რეჟისორობით შექმნილი ფილმი მომაკვდინებელ ვირუსზეა, რომელიც მსოფლიოს ედება და მის შეჩერებასაც ფილმის გმირები ცდილობენ.
„Contagion” - ის მოგებამ წინა კვირასთან შედარებით 35 %-ით იკლო და მისმა შემოსავალმა მხოლოდ 14.5 მილიონს მიაღწია.
მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი „Drive” რაიან გოსლინგის მონაწილეობით 11 მილიონით მესამე პოზიციაზეა.
ფილმმა კრიტიკოსების დიდი ყურადღება მიიქცია და დადებითი გამოხმაურება ჰპოვა.
მეოთხე ადგილზე გავიდა “The Help”, დრამა თეთრ და შავკანიანი ქალის ურთიერთობაზე.
ფილმი კინოთეატრებში 6 კვირის წინ გამოვიდა, ის კრიტიკოსების ფავორიტად იყო მიჩნეული.
“The Help”-ის მოგებამ ჯამში 147 მილიონს მიაღწია. გასული კვირის შემოსავალი კი 6.4 მილიონია.
მეხუთე ადგილზე თრილერი „Straw Dogs” გავიდა, მისი მოგება 5 მილიონია.
მეექვსე ადგილს რომანტიკული კომედია დაეპატრონა. ფილმში „I Don’t Know How She Does It” მთავარ როლს სარა ჯესიკა პარკერი ასრულებს. ფილმის შემოსავალმა (4,5 მილიონი) რეჟისორებს იმედგაცრუება მოუტანა.