რუს დირიჟორს მიხაილ არკადიევს საქართველოს პასპორტი გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტმა რუს დირიჟორს მიხაილ არკადიევს საქართველოს მოქალაქის პასპორტი გადასცა.  მანამდე მიხეილ სააკაშვილი თბილისში  იმ კონცერტს დაესწრო, რომელსაც მიხაილ არკადიევი დირიჟორობდა. "საქართველო ნიჭიერი ადამიანების, განსაკუთრებით კი ნიჭიერი მუსიკოსების ქვეყანაა. თქვენი სახით ჩვენ ვიღებთ ღირსეულ მოქალაქეს, რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა თავისუფლება საკუთარ ქვეყანაში და ეს გააკეთა ჩვენი და მსოფლიოს თავისუფალი ადამიანებისთვისაც. ამიტომ ზედმეტი პოლიტიკური განცხადებების გარეშე, მსურს მივესალმო ახალ თავისუფალ მოქალაქეს თავისუფალ საქართველოში - მიხეილ არკადიევს და გადავცე მას თავისუფლების პასპორტი, ჩემი ქვეყნის პასპორტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობილმა  რუსმა  დირიჟორმა  მიხაილ არკადიევმა  საქართველოს  ხელისუფლებას და მის პრეზიდენტს  საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა  . ეს  პოლიტიკური მოტივაციით ახსანა  და  აღნიშნა: დემოკრატია რომელიც აქ არის, სამწუხაროდ არ არსებობს რუსეთში.  არკადიევი კრემლის პოლიტიკის ღიად  კრიტიკის  გამო  რუსეთის კომპოზიტორთა კავშირიდან გარიცხეს. გასულ ივნისში მან ღია წერილით გააპროტესტა  რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის   რუსეთის სახალხო ფრონტში კოლექტიური გაერთიანება. ” მე პრინციპულად არ ვიზიარებ პუტინის მიერ შექმნილ  სახალხო ფრონტის პროგრამას. მე ვარ დემოკრატიული მოძრაობის სოლიდარნოსტის  წევრი და არავითარ შემთხვევაში არ მინდა   ვიყო იმ გაერთიანებაში, რომლის   იდეური მმართველობაც  არის დამღუპველი რუსეთისათვის -  წერდა არკადიევი ღია წერილში.   

 

კომენტარები