#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/skarletshishveli.png##fbimage#
მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი საკუთარი თავისთვის გადაღებული შიშველი ფოტოების მსხვერპლი გახდა. ფოტოები, რომლებიც მსახიობის მობილურის ფოტოკამერითაა გადაღებული საიტზე 14 სექტემბერს გამოჩნდა. ”შურისმაძიებლების” ვარსკვლავმა საქმის გამოსაძიებლად FBI მიმართა. ფოტოებში 26 წლის პირსახოცში გახვეული მსახიობი უკნიდან შიშვლად ჩანს, მეორე ფოტოში კი ის მკერდ მოშიშვლებულია. იოჰანსონი პირველი არ არის ვინც ინტერნეტის მსხვერპლი ხდება, მანამდე ინტერნეტში ჯესიკა ალბასა და ვანესა ჰაჯინსის შიშველი ფოტოები გავრცელდა.
ლათინური გრემის წლევანდელ ნომინანტების სიას 10 ნომინაციით ლიდერობს პუერტო რიკოული ბენდი Calle 13 . მას უმაღლესი ჯილდოსთვის კონკურენციას ენრიკე იგლესიასი, რიკი მარტინი და შაკირა გაუწევენ. Calle 13 ადრეც გამხდარა ლათინური გრემის გამარჯვებული. წელს ის საუკეთესო ალბომის, ჩანაწერის, სიმღერის და სხვა კატეგორიების ფავორიტია. მსახიობი ტაილერ პერი ,რომელსაც საკუთარი ფილმების სერია და სატელევიზიო სტუდია აქვს ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხალხის სიის სათავეში მოექცა. ის ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ სიას ლიდერობს . ამავე სიაში ტაილერ პერისთან ერთად არიან სტივენ სპილბერგი და ელტონ ჯონი . პერის წარმატებული წელი ჰქონდა. 2010 წლის მაისიდან 2011 წლის მაისამდე მან 130 მილიონი დოლარი მოიპოვა. ტაილერ პერისთვის გარღვევა აღმოჩნდა 2005 წლის ფილმი ”შავი გიჟი ქალის დღიურები”, რომლის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერიც თვითონ არის. პერის ახლა ტელეკომპანია TBS-ში საკუთარი შოუ აქვს სახელწოდებით ”ტაილერ პერის ტკივილის სახლი”.
ტრეილერი რომელსაც თინეიჯერების სამყარო სულმოუთქმელად ელოდა გამოვა. გამოჩნდა ”ბინდის” ახალი ფილმის ორ წუთიანზე დიდი ვიდეო , სადაც აქამდე უცნობი კადრები და სცენებია ნაჩვენები. ფანებს საშუალება აქვთ ედუარდისა და ბელას ქორწილის კადრები ნახონ. ფილმი აშშ-ში 18 ნოემბერს გამოვა.




