ვაშაძემ და ჯონ ბასმა რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილეს

14 სექტემბერს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ს ელჩს საქართველოში  ჯონ ბასს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,   შეხვედრაზე  ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს შეეხო. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 12 სექტემბერს  ბერნში გაიმართა. ოფიციალური თბილისმა  განაცხადა, რომ შეხვედრაზე პროგრესი ვერ იქნა მიღწეული . საქართველოს მხარე რუსეთისგან ერთობლივი საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  მონაკვეთებზე საერთაშირისო მონიტორინგს ითხოვს, რაზეც მოსკოვი კატეგორიულ უარს აცხადებს.

ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ WTO-ში რუსეთის გაწევრიანებას მხარს უჭერს. თუმცა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე  აშშ-ს ვიცე-რეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ საკითხში თბილისზე ზეწოლა გამორიცხეს და რუსეთს მოუწოდეს საქართველოსთან მოლაპარაკებებზე შეთანხმებას მიაღწიოს.

 

კომენტარები