რეჟისორმა რობერტ სტურუამ სპექტაკლის "ნადირობის სეზონის " განახლებულ ვერსიაზე მუშაობა დაიწყო და უკვე მსახიობებს შეხვდა . ეს ინფორმაცია ”ტაბულას” რუსთაველის თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ დაუდასტურა. მისი თქმით, თეატრმა სეზონი 23 სექტემბერს, სწორედ, ამ სპექტაკლით უნდა გახსნას. ”ეს არის გეგმიური სპექტაკლი , მასზე მუშაობით რობერტ სტურუა ასრულებს გეგმიურ სამუშაოს, რაც არ ნიშნავს თეატრში მის დაბრუნებას”- განუცხადა ”ტაბულას” ზაალ ჩიქობავამ.
რობერტ სტურუამ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო
tbl.ge/1p2i
დაკოპირდა




