პოეტმა, დავით გოგიბედაშვილმა გადაწყვიტა ლიტერატურული კარიერა დავით დეფის სახელით გააგრძელოს. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მან განაცხადა, რომ გრძელი გვარი აქვს, რომელსაც უცხოელები სწორად ვერ გამოთქვამენ და ამიტომ ურჩევნია გვარის მაგივრად, სახელთან ერთად დაიტოვოს ფსევდონიმი, რომლითაც ყველა იცნობს. "ყველას ვთხოვ წერის ან საუბრის დროს მომიხსენიოს როგორც - დავით დეფი. არანაირი გვარის დამატებით და ბრჭყალებში ჩასმით. მინდა საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც ერთნაირად მომმართონ. არ ვედრები, მაგრამ ხომ გვყავს ვაჟა-ფშაველა, ტერენტი გრანელი და ა.შ. მინდა მეც ჩემი გვარის გარეშე ვეწერო ყველგან"
დავით გოგიბედაშვილი ლიტერატურულ კარიერაში დავით დეფი გახდება
tbl.ge/48h
დაკოპირდა




