დიზაინერი ჯონ გალიანო დამნაშავედ სცნეს ანტისემიტური განცხადებებისთვის, რომელიც მან მინიმუმ სამი ადამიანის მისამართით გააკეთა.
საფრანგეთის სასამართლომ გალიანოს 6 000 ევროს გადახდა დააკისრა. სამ მოსარჩელეს კი ზიანისთვის სიმბოლური თანხა ერთი ევრო გადასცეს.ჯონ გალიანო პროცესს არ დასწრებია, რადგან არ სურდა მედიასთან შეხვედრა. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დიზაინერი ბედნიერია პროცესის დასრულებით და სურს დაივიწყოს ეს ინციდენტი.
გალიანოს ბრალად ედებოდა ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე საზოგადოების შეურაცხყოფა. ბრალდება ორ ინციდენტს ეფუძნებოდა, ორივე პარიზში, ერთსადაიმავე კაფეში მოხდა. გალიანო კაფეში გადაღებულ ვიდეოში ადიდებს ნაცისტ დიქტატორს ადოლფ ჰიტლერს, რის გამოც მარტში ის კრისტიან დიორის მოდის სახლიდან დაითხოვეს.