ჯექსონის პროცესი იწყება. ბადი ჰოლის ვარსკვლავი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/jeqsonaant.png##fbimage#
ჯექსონის არაწინასწარგანზრახული მკვლელობის საქმის განსახილველად  ნაფიც მსაჯულთა შერჩევა  იწყება.  მომღერლის  ექიმს  კონრად მიურეის  მძიმე გამოწვევა ელის. მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ვარსკვლავის სიკვდილში  წვლილი არ  მიუძღვის.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიურეის  ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება.  ელიზაბეტ ტეილორის  ძვირფასეულობის კოლექციას დეკემბერში, ნიუ-იორკის ორდღიან აუქციონზე გაიტანენ,  რისგანაც  წინასწარი გათვლებით დაახლოებით 30 მილიონი დოლარის შემოსავლებს ელოდებიან.

 კრისტის აუქციონის სახლის წარმომადგენლების განცხადებით 13-14 დეკემბრის  გაყიდვა გაგრძელდება  სამთვიანი მსოფლიო ტურით , რომლის ფარგლებშიც, ასევე , ტეილორის კუთვნილ ხელოვნების ნიმუშებსა და სამახსოვრო ნივთებს გაყიდიან. ეს იქნება პირველი აუქციონი, რომელზეც მარტში გარდაცვლილი კინოვარსკვლავის ქონებას გამოიტანენ გასაყიდად.

გვიანი როკ ენ როლის ვარსკვლავს ბადი ჰოლის ჰოლივუდის დიდების ბულვარში 7 სექტემბერს ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ დღეს ლეგენდარული მუსიკოსი 75 წლის გახდებოდა. მომღერალი რომლის ცნობილი სიმღერებიცაა That'll Be the Day და Peggy Sue 22 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ჰოლის  მუსიკალური   კარიერა  18 თვეზე ნაკლებს გაგრძელდა , თუმცა ამ ხნის მანძილზე  მუსიკოსის მიერ ჩაწერილი   27-ზე  მეტი სიმღერა    ტოპ  ორმოცეულში  მოხვდა.

 მონრეალის პოლიციამ  ის 36 წლის მამაკაცი დააპატიმრა, რომელიც სელინ დიონის სახლში შეიჭრა. პოლიციის განცხადებით მამაკაცი ფარეხით შევიდა დიონის კუთვნილ სახლში, მაცივრიდან საკონდიტრო ნაწარმი გამოიღო ,  შეჭამა და შემდეგ აბაზანის მიღებას აპირებდა. მომღერალი და მისი ოჯახი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა. 

კომენტარები