ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 11-14 სექტემბერს წარმოადგენს 11 სექტემბრის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალს. ფესტივალში მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, ცნობილი ახალგაზრდა ამერიკელი პიანისტი სტივენ ბიუსი. კონცერტებს წარუძღვება დირიჟორი დავით მუქერია.
ფესტივალის პროგრამაშია გამოჩენილი ამერიკელი კომპოზიტორების ქმნილებები: აარონ კოპლენდის სიუიტა ბალეტიდან ”აპალაჩური გაზაფხული”, სამუელ ბარბერის კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის და ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის.
საფესტივალო კონცერტები საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება: თბილისში, თელავსა და ქუთაისში.
საფესტივალო კონცერტები საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება: თბილისში, თელავსა და ქუთაისში.




