ედი მერფი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიას წაიყვანს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/edios.png##fbimage#
 პირველად თავის  კარიერაში ედი მერფი  ”ოსკარის”   დაჯილდოებას წაიყვანს.  ოსკარის ორგანიზატორები დაჯილდოების 84-ე ცერემონიალზე  სიცილს უმიზნებენ და მიიჩნევენ, რომ   კომედიური როლების გენიალური შემსრულებელ მერფი შესანიშნავად მოერგება  ოსკარის დაჯილოდოების წამყვანის როლსაც.   წელს ენ ჰეტუეისა და ჯეიმს ფრანკოს წაყვანილმა ოსკარის ცერემონიამ კრიტიკოსების და მაყურებლების უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.   ”ოსკარის”  84 -ე დაჯილოდოება ლოს-ანჯელესში 2012 წლის 26 თებერვალს ჩატარდება.  მანამდე,  ედი მერფის ხილვა 4 ნოემბერს შეგეძლებათ, ახალ კომედიაში  -”კოშკის ძარცვა”.  ამ კვირას იმ ნაფიც მსაჯულთა არჩევა დაიწყება, რომლებაც  მაიკლ ჯექსონის ექიმის, კონრად მიურეის საქმე უნდა  გადაწყვიტონ.  მიურეის ბრალი არაწინასწარგანზრახულ მკვლელობაში ედება. ექსპერტების განცხადებით მიუკერძოებელი მსაჯულების შერჩევა წარმოუდგენელი იქნება, რადგან  შეუძლებელია  იპოვო ადამიანი, რომელმაც არაფერი იცის ჯექსონის შესახებ. ზოგი გააღმერთებს მას, სხვებს კი არ მოეწონებათ. მას შემდეგ რაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა დაკომპლექტდება  პროცესი სექტემბრის ბოლოს ,  პირდაპირი არგუმენტებით დაიწყება.

 ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მსახიობ უესლი სნაიპსის ბოლო მოთხოვნა შეეცვალა მისი განაჩენი პატიმრობასა და საშემოსავლო გადასახადებზე. სააპელაციო ოლქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სნაიპსის მოთხოვნა, რომელსაც ბრალი 2008 წელს წაუყენეს გადასახადების გააზრებულად დამალვაში. დეკემბერში სნაიპსმა პენსილვანიის ციხეში სამწლიანი ვადის მოხდა დაიწყო.

 

კომენტარები