Pj Harvey-მ მერკურის პრიზი მეორედ მოიგო

Pj Harvey გახდა პირველი მუსიკალური შემსრულებელი რომელმაც მერკურის პრიზი ორჯერ მოიგო. მან თავის უმთავრეს კონკურენტებს : ჯეიმს ბლეიკს, ადელს, ბენდებს - Elbow-ს, Metronomy-ს აჯობა და 2001 წლის შემდეგ მეორედ გახდა საუკეთესო.  ინგლისელმა მუსიკოსმა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი პოლი ჯინ ჰარვია, პირველი ჯილდო ალბომისთვის Stories from the city, Stories from the sea მოიპოვა, წელს კი Let England shake-ის ავტორობისთვის გახდა საუკეთესო. ეს ალბომი წლის ერთ-ერთი ყველაზე დადებითად შეფასებული ალბომია და კრიტიკოსების აღფრთოვანება დაიმსახურა.

მერკურის პრიზი 1992 წელს დაარსდა და ყოველ წელს საუკეთესო ბრიტანულ ან ირლანდიურ მუსიკალურ ალბომს ავლენს. სხვადასხვა დროს ეს ჯილდო მოგებული აქვს ბენდებს - Suede, Arctic Monkeys, Klaxons, Franz Ferdinand, Pulp, Elbow. 

კომენტარები